გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას უშიშროების საბჭო შეისწავლის

ჩატარებულ მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას უშიშროების საბჭო ეხმიანება. უწყება განცხადებას ავრცელებს.

„მომხდარი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო – კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა სტაბილურია