სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა სტაბილურია

სპეცოპერაციისას დაშავებული სამი სპეცრაზმელი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ორი მათგანი ბარძაყისა და წვივის არეში მიყენებული მსუბუქი ჭრილობებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

ექიმის ინფორმაციით, მოხდა ჭრილობების დამუშავება და ქირურგიული ჩარევა არ გახდა საჭირო.

შედარებით მძიმე იყო მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობა, რომელსაც მარცხენა წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. შესაბამისად, ექიმებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს და ამ დროისათვის, მედიკოსების განცხადებით, სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ერთს ჰქონდა მტევნის არეში, გამოკვლევებით ერთ-ერთს დაუდგინდა მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა, შემდეგ აყვანილ იქნა საოპერაციოში, დამუშავებულ იქნა ჭრილობები და შესაბამისი ჩარევა ჩაუტარდა. დანარჩენებიც სტაბილურად არიან,“-განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიგაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას უშიშროების საბჭო შეისწავლის
შემდეგი სტატიადღეს გიორგობაა