გაასაჯაროეთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები – არასამთავრობოები ღარიბაშვილს

მესამე სექტორი ხელისუფლებას ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს – ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვას 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

მათი განმარტებით, თუ მმართველი გუნდი პასუხებს არ გაასაჯაროებს, კანონმდებლობიდან შესაბამისი არგუმენტი უნდა წარმოადგინოს, რომლითაც განსაზღვრავს თუ რა საფუძვლით ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოებას.

“29 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით, მომზადებული პასუხების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პასუხები შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროება არ არის მიზანშეწონილი.

იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაბამისი ნაწილები უნდა დაიშიფროს, დანარჩენი ნაწილი კი გასაჯაროვდეს, როგორც ამას საქართველოსა და ევროკავშირის ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტი მოითხოვს.

ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაში14 წლის ბიჭი მოკლეს, 17 წლის გოგო დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! – ზელენსკი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის