14 წლის ბიჭი მოკლეს, 17 წლის გოგო დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! – ზელენსკი

“რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაანგრიეს საერთაშორისო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში, 100 მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია, რუსული დაბომბვის გამო დაიწვა, ის ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს და ორ მსოფლიო ომს გაუძლო. მაგრამ როგორც ვხედავ ეს გიმნაზია თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა. 24 თებერვლიდან რუსეთის არიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველას შესახებ, რადგან არ გვაქვს წვდომა ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს
შემდეგი სტატიაგაასაჯაროეთ ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები – არასამთავრობოები ღარიბაშვილს