ფრანგები ანტიტერორისტულ ოპერაციას მხოლოდ ფავიერს ანდობენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2015 11:43

ფრანგები ანტიტერორისტულ ოპერაციას მხოლოდ ფავიერს ანდობენ

საფრანგეთში ორივე ანტიტეროსრისტული ოპერაცია დასრულდამან, 20 წლის წინ, 1994 წლის 24 დეკემბერს ორგანიზაცია ,,შეიარაღებული ისლამისტთა ჯგუფის,, მიერ გატაცებული ,,აირ ფრანცის,, თვითმფრინავის (რომელიც ტერორისტებს ეიფელის კოშკზე უნდა დაეჯახებინათ) განთავისუფლების ოპერაცია დაგეგმა და ხელმძღვანელობდა, როგორც სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მარსელის აეროპორტში საწვავის შესავსებად ახალდაშვებულ გატაცებულ თვითმფრინავს, ტრაპი დიდი სისწრაფით მიადგა და მანდ მჯდომმა რამდენიმე სპეცრაზმელმა, მეთაურთან ერთად, წამებში თვითმფრინავის კარი გააღო და შიგ შესულებმა, გატაცების მომწყობი ოთხივე ტერორისტი ადგილზე დახოცეს, ისე რომ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები არ დაზარალებულან. ამ ოპერაციის ჩატარებისას, რაზმის მეთაური დენის ფავიერი 35 წლის იყო და მას მაშინ, მაიორის ჩინი ჰქონდა.
ამის შემდეგაც მას არაერთი ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაუტარებია, რომელთა შორის აღსანიშნავია, 2008 წელს სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ფრანგული გემის ,,პონანტი,,ს გამოხსნის ოპერაციის წარმატებით ჩატარება. 2013 წელს, ფავიერს გენერლის წოდება მინიჭეს და ფრანგული ჟანდარმერიის მეთაურად დანიშნეს!
პირველი წარმატებული ოპერაციიდან 20 წლის შემდეგაც, მას მძიმე და საპასუხისმგებლო ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალა. გუშინ 55 წლის გენერალი დენის ფავიერი, პარიზში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც, ფრანგული ჟურნალის რედაქციის 12 წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები და ებრაულ სავაჭრო ცენტრში მძევლების ამყვანი, მათი თანამოაზრეები გაანეიტრალეს. რამდენად წარმატებული იყო ეს ოპერაცია, ამაზე ალბათ უახლოეს დღეებში თავად ფრანგული მედია იმსჯელებს, თუმცა ერთი რამ ნათელია, ფრანგები საპასუხისმგებლო ანტიტერორისტულ ოპერაციებს, უკვე 20 წელია მხოლოდ დენის ფავიერს ანდობენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2015 11:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics