„ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას კარგად ხედავენ“

„ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას კარგად ხედავენ“

„ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას კარგად ხედავენ“რამზან კადიროვი ალექსეი ვენედიქტოვს ემუქრება და აცხადებს , რომ იგი ეთნიკური სიძულვილისა და მუსლიმების შეურაცხყოფის გაღვივებას უწყობს ხელს. „ვენედიქტოვმა რადიო ანტიმუსლიმურ რუპორად აქცია და მუსლიმები ამას კარგად ხედავენ.“

„რადიოს ხელმძღვანელი გამოკითხვას ატარებს, შეიძლება თუ არა მსგავსი კარიკატურების დახატვა. თავად კითხვა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ეს მუსლიმთა შეურაცხყოფასა და მსოფლიოს ხალხთა შორის შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს“ – აცხადებს კადიროვი.

კადიროვი ვენედიქტოვს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ გამოჩნდება ვინმე,ვინც მას პასუხს მოსთხოვს“ – წერს კადიროვი ინსტაგრამის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა მძიმე ტერაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაფრანგები ანტიტერორისტულ ოპერაციას მხოლოდ ფავიერს ანდობენ