რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

რას  წერს  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაახლოებით ორას მილიონ დოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას.
“შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა, უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძების და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია.
მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ანტისაგანმანათლებლო ინიციატივაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფრანგები ანტიტერორისტულ ოპერაციას მხოლოდ ფავიერს ანდობენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა