Foregin Police: რუსეთმა მოამზადა ათასობით ტექნიკა ახალი შეტევისთვის

“მომდევნო 10 დღეში ჩვენ ველოდებით მორიგ მასიურ შემოჭრას,-განუცხადა Foreign Policy-ს უკრაინის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა.

რუსეთმაც დაიწყო შეიარაღება და შეტევისთვის მომზადება. უკრაინის სამხედროების შეფასებით, რუსეთს უკვე მზად აქვს 1.800 ტანკი, 3.950 ჯავშანმანქანა, 2.700 საარტილერიო სისტემა, 810 საბჭოთა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, როგორიცაა გრადი და სმერჩი, 400 გამანადგურებელი თვითმფრინავი და 300 შვეულმფრენი.

ამავდროულად, პენტაგონმა ბოლო კვირების განმავლობაში ბრძოლის ველზე გასული რუსული ჯარები აღწერა, როგორც „ცუდად აღჭურვილი და ცუდად მომზადებული“.

banner
წინა სტატიაშიISW: უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების შეტევა ლუჰანსკის რეგიონში
შემდეგი სტატიამაკრონმა ზელენსკი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთ დააჯილდოვა (video)