Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინების ანგარიშები გააუქმეს

Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინისტრატორების ანგარიშები გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედიასთან საუბარში ერთ-ერთი ადმინისტრატორი აკო ახალაიაც ადასტურებს. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც ამ ჯგუფს მართავდა.

ახალაიამ მოხალისეთა ჯგუფისა და მისი Facebook ანგარიშების გაუქმების შესახებ დღეს დილით შეიტყო. მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ გააუქმა მისი ანგარიში და ჯგუფი, ან რატომ.

#13ივნისი-ს მოხალისეთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფში ორგანიზებულად, დავალებების სახით იწერებოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც საჭირო იყო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე სტიქიის შედეგების ლოკალიზებისთვის, სად იყო საჭირო ფიზიკური შრომა და რა ფორმით.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ჯგუფის ადმინისტრატორებს სთავაზობს ტელეკომპანიის Facebook-ის ოფიციალური გვერდის გამოყენებას იგივე მიზნებისთვის.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თუ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, მივესალმები
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: “სითი პარკის” ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული