თინა ხიდაშელი: თუ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, მივესალმები

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, როცა პარლამენტის წევრი იყო, თვითონაც ხელი მოაწერა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას.
“მე, საერთოდ, იურისტთა იმ ჯგუფის კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ადამიანის პატიმრობაში ღირებულებას ვერ ხედავს, თუკი ძალადობრივი დანაშაული არ არის ჩადენილი. ამიტომ, თუ ეს ნამდვილად ასეა და პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, მივესალმები”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა.
საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-დან სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ
შემდეგი სტატიაFacebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინების ანგარიშები გააუქმეს