„ევროპულმა საქართველომ“ ვარკეთილის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2017 11:58

„ევროპულმა საქართველომ“ ვარკეთილის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

მნიშვნელოვანი

  • „ევროპულმა საქართველომ“ ვარკეთილის მოსახლეობას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. აკაკი მელიქაური შეკრებილებს გიგი უგულავამ და ელენე ხოშტარიამ გააცნეს.

სხვა სტატიები

„ევროპულმა საქართველომ“ ვარკეთილის მოსახლეობას საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. აკაკი მელიქაური შეკრებილებს გიგი უგულავამ და ელენე ხოშტარიამ გააცნეს.

„სოციალური ფონი დამძიმდა, უმუშევრობა გაიზარდა და პირველი ამოცანა არის ეს და ამ პრობლემებზე ფოკუსირება. ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ „ევროპულ საქართველოს“ და ელენე ხოშტარიას ძალიან კარგი პროგრამა აქვს,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამაზეც ესაუბრნენ. ითქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსია და სოციალური დახმარება გაიზრდება. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ევროპული საქართველოს ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატმაც.

„როდესაც მერია 200 მილიონს ფლანგავს ან თავის ფუფუნებაზე ხარჯავს, სწორედ ეს უსამართლობა უნდა გამოვასწოროთ ჩვენ. წამოვიღოთ ეს 200 მილიონი და მივმართოთ პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველებზე. რა თქმა უნდა ეს არ არის არავითარ შემთხვევაში საკმარისი ქალაქის განვითარებისთვის, მაგრამ ამ უსამართლობას თუ არ გამოვასწორებთ, რომ გაჭირვებულმა ადამიანმა მიიღოს ფული და არა ფუფუნებაში მყოფმა, ჩვენ ვერ წავიყვანთ წინ ჩვენს ქვეყანას,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2017 11:58

Google სტატისტიკა


2,332
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics