„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დღეს ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმში მერობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე იქნება, ქობულეთში კი – ელგუჯა გოგმაჩაძე.

პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება.

„ჩვენ დავითვალეთ თანხები და საპრემიო ფონდის შემცირების ხარჯზე სავსებით შესაძლებელია ბათუმსა და ქობულეთში უკვე ამ წლის ბოლომდე პენსია 50 ლარით გაიზარდოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შსს – დავით სააკაშვილს მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ქვეყანაში დააბრუნებენ
შემდეგი სტატიაკახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა