უკრაინის შსს – დავით სააკაშვილს მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ქვეყანაში დააბრუნებენ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი არ დაუკავებიათ. უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კიევის პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გადაყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში.

მისი ინფორმაციით, დავით სააკაშვილის ბინადრობის ნებართვა მიმდინარე წლის მარტში გაუქმდა, რადგან მანამდე გაუქმდა მასზე გაცემული მუშაობის ნებართვა.

შევჩენკოს თქმით, ჯერ კიდევ მაშინ სააკაშვილი ინფორმირებული იყო, რომ უკრაინაში ყოფნა აღარ შეეძლო, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ დავით სააკაშვილის დეპორტაცია მის მიერ დასახელებულ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება განხორციელდეს. ამასთან, მას, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფა რუსეთში ავიაშოუს დროს – ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატები წარადგინა