“ევროპული საქართველო” პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს

ევროპული საქართველო” პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მან დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიასგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

“დღეს, ბატონ გიორგი გახარიას გამოსვლიდან სამწუხარო რეალობა კიდევ უფრო დამძიმდა, ძალაუფლების ღერძი ივანიშვილის ქვემოთ არის პროკურატურაში. ირკევა, რომ კითხვები, რომელიც ჩვენ და საზოგადოებას გვაწუხებს, თავს იყრის პროკურატურაში. ივანიშვილი ინსტიტუციური მოწყობის მიღმაა და ვერ დავიბარებთ, ამიტომ მივმართავ უმრავლესობის წევრებს, როდის მოვა პარლამენტში მთავარი პროკურორი, რომ ჩვენს კითხვებს გასცეს პასუხი?!”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში,,მე მირჩევნია, პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან”
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს უარი უთხრა საქმეში „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ ჩართვაზე