“ევროპული საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას კადიევის რუსეთში ექსტრადირებაზე

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საპარლამენტო უმცირესობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე მიკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.

მიკაელ კადიევის ექსტრადირებას რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ საქართველოს მთავარ პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა კადიევს ლტოლვილის სტატუსი.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამარცხვინო ფაქტია ის, რომ საქართველოში დგას საკითხი მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

„სოზარ სუბარი და სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ დღეებში სასამართლოში ამტკიცებდა, იცავდა ფაქტობრივად რუსეთს. ის იყო ფაქტიურად რუსეთის ადვოკატი. ის ამბობდა რომ მიკაელ კადიევს არაფერი არ ემუქრება რუსეთში, რომ რუსეთში თურმე არ არსებობს რელიგიური ნიშნით ადამიანების დევნა. რომ რუსეთში არ დევნიან ჩრდილოეთ კავკასიელებს. რომ რუსეთის ციხეში არაფერი არ ხდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

მისი თქმით საქართველოს წარმომადგენელმა უტიფრად განაცხადა, რომ მას აქვს გარანტია რუსეთის პროკურატურისგან რომ კადიევს არ აწამებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მიერ შესაძლო უვიზო რეჟიმის დაწესებაზე პირველ კომენტარს აკეთებს