ზურაბ აბაშიძე ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მიერ შესაძლო უვიზო რეჟიმის დაწესებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

zurab abashidze

მოსკოვის კიდევ ერთი შეთავაზება საქართველოს – ოფიციალურ თბილისთან ლავროვის უწყების მთავარი მომლაპარაკებელი ქართული ავიაკომპანიებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე ალაპარაკდა.

რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა თბილისს ავიაკომპანიების ეკიპაჟებისთვის უვიზო გადაადგილებაზე შეთანხმება შესთავაზა.

მოსკოვის ინიციატივაზე კარასინი პასუხს ზურაბ აბაშიძისგან ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდება, სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი დიპლომატების შეხვედრა.

ქართული მხარის განმარტებით კი ეს საკითხი განიხილება, თუმცა საბოლოო პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური თბილისი ქართული ავიაკომპანიების აზრს გაიგებს ამ თემაზე.

„ეს საკითხი ჩვენ წინა შეხვედრებზე დავაყენეთ, ამაში ჩვენი კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ იყო დაინტერესებული. მათ ჰქონდათ პრობლემები, მოგეხსენებათ გაიზარდა ავიამიმოსვლა, რეისების რაოდენობა და ჩვენს კომპანიასაც ჰქონდა ეს პრობლემა. ჩვენ გადავამოწმეთ რამდენად აქტუალურია ამ მომენტისათვის ეს საკითხი და ამისდა მიხედვით ვისაუბრებთ შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ „კურიერთან“ საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას უარი თქვას კადიევის რუსეთში ექსტრადირებაზე
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს