„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში ​კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბი გაფართოვდეს

“ევროპული საქართველო” ხელისუფლებას შეერთებული შტატებისა და გერმანიის გამოცდილების გაზიარებისკენ და მსოფლიოში აპრობირებული ტესტებით მოსახლეობის კვლევისკენ მოუწოდებს.

პარტიაში ამბობენ, რომ უნდა გაფართოვდეს ტესტირების მასშტაბი, რათა რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი დავინახოთ.

“კვლავ არ გვაქვს მასობრივი ტესტირებისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. აშშ-სა და გერმანიაში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა, მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდეს აქამდე ცნობილ მონაცემზე, ხოლო მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შესაძლოა, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ჰქონდეს გადატანილი აღნიშნული ინფექცია.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს აშშ-სა და გერმანიის გამოცდილება და რაც შეიძლება სწრაფად, აშშ-სა და გერმანიის გამოცდილების ბაზაზე, ჩატარდეს საქართველოს მოსახლეობის კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული ტესტები და მეთოდები”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, 13 კი – გარდაცვლილი