საქართველოში კორონავირუსისგან მეათე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

გარდაცვლილი 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი საუნივერისტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,-აღნიშნულია ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეის მონაცემებით ქვეყანაში 623 კოვიდინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი უკვე 288-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დრომდე რჩება 4702, ხოლო სტაციონარში მეთავლყურეობის ქვეშ 459 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს მატერიალური დახმარება ჩაურიცხა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში ​კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბი გაფართოვდეს