ევროპული საქართველო ხელისუფლებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს

“ლარის სისუსტე დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგია,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ის ხელისუფლებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ჭიაბერაშვილის თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ეკონომიკის კვარტალური ზრდა წინაზე უფრო ნაკლებია. ოპოზიციონერი დეპუტატი მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემად ფასების ზრდას ასახელებს. გამოსავალს კი გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში ხედავს.

“გამოსავალი “ევროპული საქართველოს “მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორინეტირებული,”-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში“კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა…ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“
შემდეგი სტატიანუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს