„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს. პარტია საკითხს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

საუბარია სამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრზე. ესენი არიან, ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ისინი ვერ ასრულებენ პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ. „ევროპული საქართველო“ თვლის, რომ იუსტიციის საბჭოს ეს სამი წევრი, კონკრეტული ჯგუფების მითითებას ასრულებს.

„კონკრეტული ვალდებულება პარლამენტის არის, რომ ის ადამიანები ვინც იქ აირჩიეს კონკრეტული ვალდებულებებით და როდესაც ისინი ამ ვალდებულებებს არღვევენ, არაჯეროვნად ასრულებენ თავის ფუნქციას და პარლამენტს ფურცელს ესვრიან იმ ადამიანების ვინც უნდათ რომ იყვნენ არჩეულები, პარლამენტმა ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება. პარლამენტმა ისინი უნდა გამოიწვიოს კონკრეტული მიზეზით. იმაზე კი არ არის ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება რისთვისაც არიან იქ არჩეულები. ამიტომ ის ადამიანები უნდა გამოვიწვიოთ და ეს კლანი უნდა დავშალოთ. ეს ადამიანები კიდევ ერთ კანონს არღვევენ როდესაც გამოდიან და პოლიტიკურ დებატებში შემოდიან ხან არასამთავრობო სექტორთან და ხან პოლიტიკურ პარტიებთან. და ამით ისინი შეურაცხყოფენ „ევროპულ საქართველოს“ კი არა, მთიანად პარლამენტის ინსტიტუტს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინიციატივას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს. დეპუტატი ამბობს, რომ კლანი, რომელიც დღეს მთელს სასამართლო სისტემას მართავს, მხოლოდ ამ სამ ადამიანზე არ დგას.

„სამი ადამიანის გამოწვევა სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა თუმცა სამწუხაროდ ის ვერ განკურნავს ასე ვთქვათ იმ მანკიერებას რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ზოგადად სასამართლოში. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ სამ ადამიანზე არ დგას ის კლანი, მათ ფესვები ძალიან ღრმად აქვთ გადგმული და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმა და არა ის რაღაც ფასადური კრიტერიუმები და ნორმები, რაც ვითომ მეორე მოსმენით მიიღეს ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციების უგულებელყოფით,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მმართველი გუნდი „ევროპული საქართველოს“ პოზიციას არ იზიარებს. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს არის სარისკო ინიციატივა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი, აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო” საბჭოს საქმიანობაში ჩარევას ცდილობს
შემდეგი სტატია,,ისინი იღებენ ხალხის ფულს მაგრამ ასრულებენ ჩინჩალაძის დავალებას”-გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე