იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი, აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო” საბჭოს საქმიანობაში ჩარევას ცდილობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ლევან გზირიშვილს მიაჩნია, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, არის ზეწოლის მცდელობა და საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. ​

ლევან გზირიშვილი ფიქრობს, რომ მისი გვარი ამ დადგენილებაში არა საქმის არაჯეროვანი შესრულების, არამედ კონკრეტული გადწყვეტილების გამო მოხვდა.საუბარია უზენაესი სასამართლოს კანიდდატთა სიის მხარდაჭერაზე. ლევან გზირიშვილს ყველაზე მეტი განმარტების გაკეთება მედიასთან, სწორედ აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით მოუწია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის განმარტებით, ის არ ყოფილა ჩართული უზენაესი სასამართლოს სიის შედგენაში და არც ინფორმაცია ჰქონდა მისი სხდომაზე გატანის შესახებ, მისივე თქმით, მიუხედავად ამისა აღნიშნული კანდიდატების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად.

„წარმოდგენილი იყო იმ 10 მოსამართლის კანდიდატურა, რომლებიც ჩვენ შესწავლილი გვყავდა იუსტიციის საბჭოში, როგორც მოქმედ, ისე წინა შმეადგენლობას. ყველა მათგანზე დასკვნები გაცემული გვაქვს და მათი საქმეები შესწავლილია.

მე არ მიმიღია ამ სიის შექმნაში მონაწილეობა. იმ სხდომაზე აღნიშნული სიის წარმოდგენა შეიძლება ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არა სიის შემადგენლობა“, განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი არ გამორიცხავს, რომ უზენაეს სასამართლოში საბჭოს მიერ წარდგენილ განახლებულ სიაშიც მოხვდეს ის გვარები, რომლებიც პირველ სიაში აღმოჩნდა, თუმცა გზირიშვილის მტკიცებით, განახლებულ სიას უფრო კრიტიკული თვალით შეაფასებს.

“ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი რეაქცია, თუმცა ველოდი, რომ დაჩქარებული ტემპის გამო უკმარისობის გრძნობა გვქონდა. რის გამოც დავაჩქარეთ, ეს იყო უზენაესი სასამართლოს საქმიანობა.
რა მონაცემებიც მე მქონდა, საკმარისი იყო იმისათვის, რომ მხარი დამეჭირა წარდგენისათვის. ახლა, რადგან ასეთი რეზონანსი გამოიწვია, კიდევ ერთხელ მათი წარმოდგენის შემთხვევაში უფრო კრიტიკული თვალით შევხედავ, თუ რაიმე იქნება ისეთი, რაც მანამდე ჩემთვის ცნობილი არ იყო, ყველაფერს გადავხედავ და შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

ლევან გზირიშვილი კატეგორიულად უარყოფს სასამართლო სისტემაში, ე.წ. კლანთან კავშირს და აცხადებს, რომ იმ მოსამართლეებს, ვისთანაც სამსახურეობრივი შეხება არ ჰქონია, საერთოდ არ იცნობს.

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს.

შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

„ევროპული საქართველო“ აღნიშნული პირებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიაზიანება და შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს – პანკისის ხეობის მკვიდრი
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს