“ევროპული საქართველო” და “ენმ” მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, მხარს არ დაუჭერს. “პატრიოტთა ალიანსი” კი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად მინისტრთა ახალი კაბინეტიც გახდება ცნობილი.
“სამთავრობო ცვლილებებმა არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ თითქოს ეს კეთდება იმისთვის, რომ ნაკლებად განაწყენებული მინისტრები გაუშვან. ეს მინისტრების შეკვეცის აქციად არ უნდა გადაიქცეს”, – აცხადებს ფრაქცია “ენმ”-ს თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
“არც კვირიკაშვილის სტრუქტურულ ცვლილებებს ახლდა ეს გათვლა და არ ბახტაძისას. სამწუხაროდ, მოხდება იგივე. ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად ნაბიჯების გადადგმას არ ველოდები” – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველოს” წერვი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაქტიურად განვაგრძობთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ ზომების მისაღებად
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა