აქტიურად განვაგრძობთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ ზომების მისაღებად

საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემუშავებული გეგმის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების მისაღებად.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კონტაქტში პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება“, – განაცხადა მინისტრმა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე წარუდგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, პარლამენტს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” და “ენმ” მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, მხარს არ დაუჭერს