,,ევროპულ საქართველოს“ მხარდამჭერები 6 რეგიონში გაემიჯნენ და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ტყიბულსა და თერჯოლაში ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” 17 ადამიანმა დატოვა და ,,ქართულ ოცნებას” შეუერთდა. ისინი მოუწოდებენ ყოფილ თანაგუნდელებს და მოქალაქეებს შემოუერთდნენ ,,ქართულ ოცნებას” და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

რამდენიმე დღის წინ კი „ევროპული საქართველოს” ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერა გახდა.

პროტესტს კახეთიც შეუერთდა. „ევროპული საქართველოს“ რიგები, ამჯერად, გურჯაანის რაიონული ოფისის 10-მდე წარმომადგენელმა დატოვა.

პარტია დატოვეს ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმაც დათა არახამიამ და ირაკლი ღურწკაიამ. მათი თქმით, მხარს ვერ დაუჭერს იმ ძალას, რომელიც აპირებს ახალაიებისა და სხვა ექსმაღალჩინოსნების შეწყალებას. ის არ ადასტურებს მასზე განხორციელებულ ზეწოლას და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ განცხადება გორისა და აჭარის ორგანიზაციებშიც გაკეთდა. გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა – ზვიად საბანაძემ გასულ კვირას ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან “ კავშირი დაასახელა. ხოლო „ევროპული საქართველო“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილების მიზეზად “ევროპული საქართველოს” მიერ, არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა დაასახელეს

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისთან შეხლა-შემოხლის დროს, საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებული შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატია,,დავალიანების განულების დადებითი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ და ფონდმა „ქართუმ“ გადადგეს, ეკონომიკას კარგ სტიმულაციას მისცემს”