„ქართული ოცნების“ ოფისთან შეხლა-შემოხლის დროს, საფინანსო კომპანიის მიერ დაზარალებული შეუძლოდ გახდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მიმდინარებს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლალი თეთრუაშვილი შეუძლოდ გახდა.
მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობულიზებულმა პოლიციამ არ მისცა. შეხლა-შემოხლის დროს ლალი თეთრუაშვილი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა თეთრუაშვილმა ექიმების დახმარებაზე უარი განაცხადა.როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ანა ძნელაძემ განaცხადა, სასწრაფო დახმარება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ გამოიძახა, თუმცა, მისივე თქმით, ლალი თეთრუაშვილის ექიმების დახმარება არ სურს და სწორედ ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს.

დაზარალებული მეანაბრეები უკვე რამდენიმე კვირაა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციებს მართავენ. მათი განმარტებით, მათ სურთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რათა ესაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა ანაბრების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდება

banner
წინა სტატიაშიბათუმის საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდა
შემდეგი სტატია,,ევროპულ საქართველოს“ მხარდამჭერები 6 რეგიონში გაემიჯნენ და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ