ევროპისკენ ყურება და ევროკავშირში გაწევრიანება არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი დევს, მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს – შაჰინი

მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, რომ გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

სენატორის თქმით, ქართულ დელეგაციასთან საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს.

„ჩვენ ვეცადეთ მკაფიოები ვყოფილიყავით, რომ ევროპისკენ ყურება და ევროკავშირში გაწევრიანება არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი დევს, მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ამიტომ წავახალისეთ ქართული დელეგაცია, რომ განახორციელოს ეს რეფორმები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას აქვს ამერიკის სენატისგან. ბევრი საკითხია, რომელზეც ევროკავშირმა გასულ კვირას მიუთითა, მაგალითად სასამართლოსთან, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ინკლუზიური მონაწილეობა დემოკრატიაში. მოვისმინეთ, რომ გააგრძელებენ მცდელობებს. ჩვენ დაინტერესებულები ვიყავით კონკრეტიკაზე საუბრით, რა არის დაგეგმილი და ველოდები ამ მიმართულებებით მსჯელობებს“, – განაცხადა შაჰინმა.

banner
წინა სტატიაშიყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში… საჩუქრად ველი ჩემს ნაცვლად 3 ივლისის აქციაზე მისვლას – გვარამია
შემდეგი სტატიაეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და უკრაინელების უბინძურესი “მხილებით…” – გვარამია “ოცნებიდან” წასულებზე