ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და უკრაინელების უბინძურესი “მხილებით…” – გვარამია “ოცნებიდან” წასულებზე

“ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და უკრაინელების უბინძურესი “მხილებით”… – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ოცნებიდან” სამი წევრის წასვლას. ამის შესახებ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.

ფრაქცია “ფარდას ავხდით” შექმნასთან დაკავშირებით:

თავს არ შეგაწყენთ ჭეშმარიტების მტკიცებით, რომ ეს ხალხი ივანიშვილის რადიკალური პლატფორმაა. მთავარი ჩემთვის მათი გამოყოფის მიზეზია. მიზეზი კი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა. ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი “მხილებით”.

ივანიშვილის უმრავლესობას ბზარები უჩნდება და ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს.

ამბავი, მონაწილეების ოდიოზურობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოა, მაგრამ სიმპტომი – უკიდურესად ყურადსაღები და სასიხარულო, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიევროპისკენ ყურება და ევროკავშირში გაწევრიანება არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი დევს, მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს – შაჰინი
შემდეგი სტატიასაქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, არის ევროპული ოჯახის ნაწილი, პუტინს არ შეუძლია, გაარღვიოს კავშირი, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის – შულცე