„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

15 დეკემბერს, 10:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია 2021” გაიმართება.

კონფერენციის მიზანი საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაა.

კონფერენციას ოფიციალურად „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნიან.

საპატიო სტუმრის სტატუსით გახსნის ცერემონიაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციას საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის, ესპანეთის, კოსტარიკისა და ირლანდიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მთავარი მომხსენებლები კი ნიკოლოზ ფარჯანაძე, ეკატერინე ფიფია, ნიკ მიკელიოუდაკისი და ნიცა დავიდოვიჩი იქნებიან.

ღონისძიების ბოლოს, საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

კონფერენციის ვებგვერდი:

https://iceti6.wixsite.com/iceti2021/keynote-speakers

წინა სტატიაშიმაკა ბერიძე: ჩვენ გვჭირდება აუდიტორიებში დაბრუნება, რათა სრულფასოვნად გავაგრძელოთ საუნივერსიტეტო ცხოვრება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N4 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ