ევროპის უნივერსიტეტი USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო

ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტთა სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო.

პროექტის წარდგინებისა და მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი – ICDC –ის ოფისში, პროექტის “სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

მემორანდუმს ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თამთა გველესიანმა და ICT -ის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს ხელი.

პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის” – ICDC მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით და დაფინანსებით. პროექტის მიზანს ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, ასევე სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარება.

პროექტში 12 უმაღლესი სასწავლებელი და 4 პროფესიული კოლეჯი ჩაერთვება.

აღნიშნული სასწავლო დაწესებულებებიდან შერჩეული 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში, საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო.

დამსაქმებლებთან კოორდინაციის ნაწილში, ICDC-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს HR პროფესიოანლთა ასოციაცია (HRPA Georgia), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (Global Compact Network Georgia) და აჭარის დასაქმების სააგენტო.

დეტალური ინფორმაცია პროექტის თაობაზე განთავსებულია ICDC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.icdc.ge

https://icdc.ge/?fbclid=IwAR2wP_gnj2XWc33sB6voNfmQxUSaQ3-kHs6utt7XTpqGOYLZ4djePHxtvqU

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის ეკონომიკა ახალ “ლოქდაუნს” ვეღარ გაუძლებს
შემდეგი სტატიანიკა მელია : არჩევნებში ხელისუფლების მარცხის შემდეგ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან