ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის ეკონომიკა ახალ “ლოქდაუნს” ვეღარ გაუძლებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია კორონავირუსის პანდემიის სერიოზულ ფაზაშია და ინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება.
„ჩვენ ვართ პანდემიის სერიოზულ ფაზაში. ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. ჩვენი ამოცანაა კონტაქტების დადგენა“, – განაცხადა მერკელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გერმანიის ფედერალური მხარეების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
კანცლერის თქმით, შემთხვევათა მატებამ მუდმივად მზარდ დინამიკას მიაღწია.
„ჩვენ უკვე ვიმყოფებით სწრაფი ზრდის ფაზაში, როგორც ამას ცხადყოფს ყოველდღიური მონაცემები COVID-19-ის ახალი შემთხვევების შესახებ“, – აღნიშნა მერკელმა.
კანცლერის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, გერმანიას არ აქვს ქვეყნის მეორედ ჩაკეტვის ფუფუნება. ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შემოდგომაზე კორონავირუსის შემთხვევებმა გერმანიაშიც იმატა: მაშინ, როცა ზაფხულში დაფიქსირდა სულ რამდენიმე ასეული ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, ოქტომბერში ყოველდღიურად ფიქსირდება ათასობით შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 5 100 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში დაფიქსირდა კორონავირუსის 334 000 შემთხვევა, რომელთაგან 9 677 გარდაიცვალა და 281 000 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა გიორგობიანი: თბილისის ომის “გმირის” დევი ჭანკოტაძის ახალგაზრდა თანამებრძოლი, ვინმე ანი წითლიძე ამჯერად თავს ესხმის ზვიად გამსახურდიას შვილს
შემდეგი სტატიაევროპის უნივერსიტეტი USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო