ევროპის საბჭოს გენმდივანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ტორბერნ იაგლანდი პარალამენტის თავმჯდომარეს ხვდება. პირველი შეხვედრა კი გენერალურ მდივანს საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰქონდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

პრესკონფერენციაზე მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ადგილზე ვიყოთ წარმოდგენილები და ისე გავავრცელოთ ცნობები, თუ რა ხდება. წელიწადში ორჯერ პირადად მე ვამზადებ ანგარიშს, უკეთესი იქნება თუ ჩვენ შევძლებთ პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსებას ადგილზე, რომ გვქონდეს უფრო ზუსტი ინფორმაცია, ყველა წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომ წვდომა გვქონდეს ამ ტერიტორიაზე, რომ საკუთარი თვალით ვნახოთ ყველაფერი,“- განაცხადა იაგლანდიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ განაგრძოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის მონიტორინგი და რუსეთს მოუწოდონ, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

banner
წინა სტატიაშისოფელ კურდღელაურში 75 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატია“ენმ” ძალოვან უწყებებს ქართველი მებრძოლების დევნაში ადანაშაულებს