“ენმ” ძალოვან უწყებებს ქართველი მებრძოლების დევნაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა” ძალოვან უწყებებს ქართველი მებრძოლების დევნის გამო ადანაშაულებს. გია ცერცვაძის შემდეგ რუსეთის მიერ გამოცხადებულ ძებნაზე ისაუბრა პოსტკრიპტუმის ეთერში კიდევ ერთმა ქართველმა მეომარმა ზაზა ბერიანიძემ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპანტ სახელმწიფოს ქართველი ჯარისკაცების დევნაში ეხმარება. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს მებრძოლების სისხლის სამართლებრივი დევნა და ამისთვის მთავრობას ვადას აძლევს.

„თუ ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ და ქმედით ნაბიჯებს, იმისათვის რომ არ განხორციელდეს ჩვენი მეომრების და ჩვენი გმირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მხრიდან და თუ ორი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტს საქართველოს ხელისუფლება ხელშეწყობას რუსეთში ჩვენი მეომრების ექსტრადირების პროცესისა, ჩვენ დავიწყებთ მანიფესტაციებს სახელმწიფო უწყებების შესასვლელებთან, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ გაზულუქებულ ადამიანებს არ მიეცეთ საშუალება მშვიდად ჩააბარონ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მეომრები, ჩვენი გმირები რუსეთს ფედერაციას,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს გენმდივანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე პერმანენტული სადამკვირვებლო მისიის განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაევროპულ სასამართლოში კანდიდატურების ჩავარდნა – “ახალი ერთობა-საქართველოსთვის” პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს