ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, დასრულების შემდეგ კი მიხეილ ჯანელიძე და ტორბიონ იაგლანდი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. ის ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებს. შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი იქნება სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატთა ჩავარდნა.

იმსჯელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის ზონებში ევროპის საბჭოს ჩართულობაზე. ასევე განიხილება 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთნ მიმართებით.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ბაზრობის ადმინისტრაციამ პასუხი უნდა აგოს
შემდეგი სტატიარუსული ნადირობა ქართველ ჯარისკაცებზე – ახალი სკანდალი