დავით ნარმანია: ბაზრობის ადმინისტრაციამ პასუხი უნდა აგოს

დედაქალის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დროს დაზარლდნენ ადამიანები, რომლებსაც ისედაც უჭირდათ და დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ.

ამის შესახებ მან შემთხვევის ადგილზე განაცხადა, სადაც ხანძრის ტერიტორია პირადად დაათვალიერა.

„ფაქტი არის ძალიან მძიმე. ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ვინც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ, ამ პირობებში“, – აღნიშნა ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.

„პირველ რიგში, პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს. მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები, მოვალეობები, პასუხისმგებლობები და ამ ხალხს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი დაახლოებით, 03:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება