ევროპის ბიუროს დახურვა – “გადაწყვეტილება მიღებილი არ არის”- გოგელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, “მოამბის” ევროპის ბიუროს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ გოგელიამ მოკლე კომენტარში “პირველ რადიოს” განუცხადა, თუმცა მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ახლა ბორიდს სხდომა იწყება, სადაც ბიუჯეტი უნდა გაიარონ და “არ სცალია”.
“პირველი რადიოს” ინფორმაციით გადაწყვეტილება ბიუროს დახურვის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღავენლობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო და შესაბამისი შეტყობინება ელქეტრონული ფოსტით ბიუროს ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას გაუგზავნა. ბიუროს დახურვის შესახებ ინფორნაცია ქარდავამ “ფეისბუით” გაასაჯაროვა. ვასილ მაღალფერიძეს და ია ანთაძეს ბიუროს დახურვის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია:”საზმაუს წარმომადგენლებმა პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს”