ევროპელი ლიდერები გვილოცავენ, ოპონენტები გლოვობენ – ბაკურიანში შემუშავებული გეგმა არ ითვალისწინებს არაფერს, გარდა იმისა, თუ როგორ ამოატრიალონ, წალეკონ ხელისუფლება – მდინარაძე

ევროპელი ლიდერები გვილოცავენ, ოპონენტები გლოვობენ, ეს ემსახურება ერთ მიზანს, ჰქვია ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს, გარდა იმისა, თუ როგორ ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმებს ასრულება არ უწერია.

“ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ შესაძლებლობის კარი გაიხსნა, ოპონენტები ამბობენ, რომ დაიხურა. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული დღე, წინგადადგმული ნაბიჯო და გვილოცავენ, ოპონენტები ამბობენ, რომ უკან გადავდგით ნაბიჯი და გლოვობენ. ეს ემსახურება ერთ მიზანს, რომელზეც ირონიით, გაბრაზებით უდგებოდნენ და რომელზეც ჩვენ ერთი თვეა ვსაუბრობთ, ამას ჰქვია ბაკურიანში შემუშავებული გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს, გარდა იმისა, თუ როგორ ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აირჩია ქართულმა საზოგადოებამ. მათ ინტერესებში არ შედის იმის ასრულება, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან რეკომენდაციების სახით მივიღეთ. მათ ის გეგმა, რომელიც დასახეს ბაკურიანში, მოქმედებაში უკვე მოიყვანეს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ და საქართველოს სასიხარულოდ, ამას ასრულება არ უწერია,”- განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიყალბი კამპანია წარმოებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, კანდიდატის სტატუსს უკავშირდება რაიმე ფინანსურ- მატერიალური პრივილეგიები… ტყუილი, ტყუილი – კობახიძე
შემდეგი სტატიანორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება გაიზრდება