ყალბი კამპანია წარმოებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, კანდიდატის სტატუსს უკავშირდება რაიმე ფინანსურ- მატერიალური პრივილეგიები… ტყუილი, ტყუილი – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გაკეთებულ განცხადებაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყალბია კამპანია, რომ საქართველოს ექნებოდა ფინანსურ- მატერიალური პრივილეგიები სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.

კობახიძის მტკიცებით, კანდიდატი რომ გავმხდარიყავით მივიღებდით იგივე დაფინანსებას, რასაც მივიღებთ ასოცირებული ქვეყნის სტატუსის პირობებში.

“ყალბი კამპანია წარმოებდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, კანდიდატის სტატუსს უკავშირდება რაიმე ფინანსურ- მატერიალური პრივილეგიები, გუშინაც ვისმენდით ეთერში, რომ თითქოს, 5 მილიარდი დაკარგა საქართველომ… ტყუილი, ტყუილი, ახლა მე აგიხსნით რა არის 14 მილიარდი.
ის არის განკუთვნილი 5 კანდიდატი ქვეყნისთვის: თურქეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი და მაკედონია. მათთვის არის განკუთვნილი 14 მილიარდი ევრო მთლიანობაში, ჯამში. ზუსტად ამის იდენტური დაფინანსება არის ჩვენთვისაც განკუთვნილი, როცა კანდიდატი ქვეყნები იყვნენ იგივე სახელმწიფოები მაგალითად, სერბეთმა მიიღო 7 წლის განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ევროს დაფინანსება, ეს არის ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 25 ევრო. მაკედონიამ მიიღო 7 წელში 664 მილიონი ევრო, რაც 1 სულ მოსახლეზე წელიწადში არის 46 ევრო. ალბანეთმა 649 ევრო მიიღო, რაც ერთ სულ მოსახლეზე 32 ევროა. იგივე პერიოდში როდესაც საქართველო არც კანდიდატი არ იყო, არამედ ასოცირებული ქვეყანა, საქართველომ მიიღო 39 ევრო, ანუ საშუალოზე მეტი.
იგივე პრინციპით ნაწილდება შემდეგ 7-წლიანი დაფინანსება. 14 მილიონ ევროზე რომ არის საუბარი, ანალოგიური ბიუჯეტი გათვალისწინებულია არაკანდიდატი ქვეყნებისთვის მათ შორის და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის. ანუ ეს 14 მილიარდი არის ჩვეულებრივი ტყუილი. ეს არის იმ 5 ქვეყნის დაფინანსება. ანუ კანდიდატი რომ გავმხდარიყავით მივიღებდით იგივე დაფინანსებას, რასაც მივიღებთ ასოცირებული ქვეყნის სტატუსის პირობებში, სრული ფეიკია რასაც ამბობენ”,- თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი წალეკვა რომ უნდათ, ეს გავიგეთ, მაგრამ ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან – მდინარაძე
შემდეგი სტატიაევროპელი ლიდერები გვილოცავენ, ოპონენტები გლოვობენ – ბაკურიანში შემუშავებული გეგმა არ ითვალისწინებს არაფერს, გარდა იმისა, თუ როგორ ამოატრიალონ, წალეკონ ხელისუფლება – მდინარაძე