ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას 21 იანვარს მიიღებს

18-19 იანვარს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარული სესია გაიმართება. 20 იანვარს სხდომაზე მოხსენებით საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი წარსდგება. სესიაზე რეზოლუციის მიღებაც მოხდება, რომელიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრესს განიხილავს და პოლიტიკურ, სასამართლო და სხვა რეფორმების მიმდინარეობას შეეხება.

ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა, თუმცა ინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობისა და ხარისხის პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობის მატარებელია. ეს იქნება პირველი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ყველა ქვეყნის მიერ რატიფიცირების შემდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაში” მზად ვართ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას”- ნარმანია ძველ თბილისში ხანძრით დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია