ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიული ალასანიასა და ნიკოლოზ ყიფშიძეს შეხვდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიული ალასანიასა და ნიკოლოზ ყიფშიძეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის დედისა და პირადი ექიმის განცხადებით, ფოტიგა კარგადაა ინფორმირებული არსებულ ვითარებაზე და გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დაეხმაროს მესამე პრეზიდენტს.

დახმარებაში კი პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის გადარჩენა იგულისხმება. გიული ალასანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს.

ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაც სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მას ამის უფლებას.

“ძალიან გაკვირვებულია ამ ფაქტით, რომ რა გახდა ასეთი, რომ ამდენი ხანი ადამიანი ჩამოვიდა და იცდის, ვერაფრით ნებართვა ვერ მიიღო, ეს უკვირს. არ კარგავს იმედს, დაველოდებიო, იმედი მაქვს, რომ მაინც ბოლოს და ბოლოს გადაწყდება დადებითად ეს საკითხი, ელემენტარულად რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს როგორმე.

სასარგებლო იყო ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისით, რომ გამოირკვა, რაღაცები არ იცოდა, რაღაცები იცოდა, ესეთი საუბარი შედგა.

ძირითადი თემა, პრიორიტეტი ეს იყო მისი ჯანმრთელობა, იმიტომ, რომ ასეთ პირობებში, მისთვის შიმშილობის შეწყვეტაც არის არანაკლებ სახიფათო, ვიდრე შიმშილის გაგრძელება. იმიტომ, რომ შიმშილობის შეწყვეტაც უნდა იყოს უსათუოდ ექიმის კონტროლის ქვეშ”, – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი – ხაბეიშვილი პენიტენციურის კადრებზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: 200-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს