საზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი – ხაბეიშვილი პენიტენციურის კადრებზე

ვინმეს თუ ჰგონია, რომ გუშინდელი ვიდეოთი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ძალიან შემცდარა. მეტსაც გეტყვით, ყველა ის მითი, რომელიც იყო რუსული, გუშინ დაიმსხვრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი.

„ჩემო მეგობრებო, ძალიან მშვიდობიანად, წყანარად, ისე რომ არ მივცეთ რუსულ ოცნებას პროვოკაციის საშუალება, მივემართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებლივი ვალდებულებაცაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რომლის პირადი ვალდებულებაცაა მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტობრივად „გრუს“ აგენტად ჩამოყალიბდა. აქედან მივდივართ „გრუს“ აგენტთან. მშიშარა, მხდალ რატი ბრეგაძეს კიდევ უნდა გავაგონოთ ხმა, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობა ფეხქვეშ გათელოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიტუაცია არაპროგნოზირებადია, არ ვიცით, როდის მოხდება მისი მდგომარეობის დრამატული გაუარესება – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიული ალასანიასა და ნიკოლოზ ყიფშიძეს შეხვდა