ევროპა ზამთრის და ზაფხულის დროის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს

ევროკომისიამ 5 ივლისს სპეციალური საიტი ჩაუშვა, სადაც ევროკავშირის მოქალაქეები 16 აგვსტოს ჩათვლით ხმის მიცემით გადაწყვეტენ რომელ დროს ირჩევენ, ზაფხულის თუ ზამთრის. შედეგებს გაითვალისწინებენ საათის გადაწევის შესახებ დირექტივების გადახედვისას. ფაქტობრივად კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიდან მეორე დროზე გადასვლა არ მოხდება.
ევროკავშირის მოქალაეების თითქმის ორი მესამედი თვლის, რომ ზაფხულიდან ზამთრის დროზე გადასვლა უაზრო პროცედურაა, ისინი ამ ნახევარწელიწადში განმეორემადი რიტუალის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც 1980 წლიდან, უკვე 40 წელია მოქმედებს. ევროპელები ჩივიან, რომ დროებზე გადასვლა უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, საათების გადაწევის ეკონომიკური ეფექტი იმაზე ნაკლებია, ვიდრე გათვლილი ჰქონდათ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში,,როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი”
შემდეგი სტატიაამერიკის პარკში ზედოზირებით 50-მდე პირი იპოვეს