ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 20:46

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის  გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, – აღნიშნავს ევროკომისარი.

region
ავტ.: region დეკემბერი 3, 2020 20:46

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics