ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მიიღებს

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას მიიღებს. განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა თბილისში გააკეთა. ჰანი ამ წუთებში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრას ესწრება.

შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში გაკეთდება აქცენტი.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა რადგან იძლევა შესაძლებლობას რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრები შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ. ვსაუბრობთ ურთიერთ სასაზღვრო საკითხებზე ჯანდაცვის სფეროში. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელობაა,”- აცხადებს იოჰანეს ჰანი.

შეხვედრას ესწრება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

“შეხვედრის მთავარი ამოცანაა რომ გამოცდილება რომელიც რეგიონის ქვეყნებში აქვთ დაგროვილი გავცვალოთ,”- აცხადებს მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელება
შემდეგი სტატიასოფელ ნაკიფუში მგლების შემოსევაა- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს