ევროკავშირმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმებას, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად

ევროკავშირმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის შეთანხმებას, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს.

პანელი, რომელსაც უძღვებიან თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.

შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს წლის ბოლომდე მიაწვდის მინიმუმ 15 მილიარდ კუბურ მეტრი საწვავს. ევროკავშირი განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში16 100 ჯარისკაცი, 561 ტანკი, 115 თვითმფრინავი – რუსების სამხედრო დანაკარგი უკრაინაში
შემდეგი სტატიაუგულავას უსაფუძვლო ბაქიბუქი – რატომ ბილწსიტყვაობს ექსმერი