ევროკავშირმა არარეგულირებული “ბრექსიტის” შემთხვევაში გეგმა დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამდე ასი დღით ადრე გაერთიანებამ არარეგულირებული “ბრექსიტის” შემთხვევისთვის საგანგებო გეგმა დაამტკიცა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ “შეთანხმების გარეშე” გასვლამ ცუდი შედეგები არ გამოიწვიოს – ავროკომისიამ 19 დეკემბერს გაავრცელა.
ბრიუსელის თქმით, საუბარია 14 საგანგებო ზომაზე, რომელიც პირველ რიგში, დაიცავს ვაჭრობას, ტრანსპორტს და ფინანსებს. ეს შეეხება იმ შეთანხმებებსაც, რომელიც ბანკებს შორის არსებობს.
გაერთიანება თვლის, რომ მიღებული ზომები აუცილებელია კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. ზომათა შორის ერთ-ერთია ბრიტანელებისთვის 90 დღიანი უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზონაში იმ შემთხვევაში, თუკი ლონდონიც იგივეს გაიმეორებს გაერთიანების მოქალაქეების მიმართაც.

ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2019 წლის 29 მარტს გადის. ბრიუსელმა და ლონდონმა უკვე მოაწერეს ხელი “ბრეკსიტის” შეთანხმებას. თუმცა, მიმდინარე მომენტში არ არსებობს იმის არანაირი შანსი, რომ ბრიტანეთის პარლამენტი მის რატიფიცირებას მოახდენს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში,,საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო”
შემდეგი სტატიაუკრაინამ “კანონიერი ქურდი” თემო სუხუმსკი გააძევა