უკრაინამ “კანონიერი ქურდი” თემო სუხუმსკი გააძევა

ქართველი “კანონიერი ქურდი” თემურ გვასალია, იგივე თემო სუხუმსკი კიევში 15 დეკემბერს დააკავეს – უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“კიდევე ერთმა ტურისტმა უგონოდ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის დატოვება, რაღაც არ მოეწონა – აბროსკინმა გააკეთა კომენტარი. “კანონიერმა ქურდმა”, რომელიც თავისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად დააკავეს, დაკითხვისას თქვა, რომ “არ ახსოვს როგორ მოხვდა კიევში და რა მიზნით”.
მას უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა.
ორი კვირის წინ უკრაინიდან გააძევეს, ასევე, მეორე “კანონიერი ქურდი” ნუკრი დოჩია, იგივე ნუკრი გალსკი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა არარეგულირებული “ბრექსიტის” შემთხვევაში გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაველისციხის ინციდენტის დროს დაკავებულების თანასოფლელებმა აქცია გამართეს