ევროკავშირის შს მინისტრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისივე ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის შს მინისტრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

„ევროკავშირის, კერძოდ კი, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ საკუთარი საწინააღმდეგო პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე 15 ივნისს ევროკავშირის ელჩები, ხოლო 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

„ამ შეხვედრებზე, მოვლენების განსაკუთრებულ განვითარებას არ ველოდები“, – წერს რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ლაფერაშვილი: წამზომი ჩართულია… რუსთავი 2 ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას