ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო

BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.

უკანასკნელი ინფორმაციით, სლოვაკეთში, უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში პირველი აცრა უკვე ჩატარდა, რასაც ამ ქვეყნების მთავრობებში პანდემიის დასრულებისკენ და ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად აფასებენ.

ევროპაში საყოველთაო იმუნიზაციისთვის Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოიყენება, რომელიც გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში პირველი პაციენტი – 101 წლის ქალი უკვე აიცრა.

banner
წინა სტატიაში“ვულოცავ უმაგრეს ლიდერს, ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევას”
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა