სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების მიზნით ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 259 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 107 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 60, მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 32 კოვიდდადასტურებული, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 ინფიცირებული, მათ შორის მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 23 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 18 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 39 კოვიდინფიცირებული იმყოფება, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 217 კოვიდინფიცირებული, გარდაიცვალა ერთი, სენაკის მკვიდრი, რომელიც სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაგლდანში სახურავების რეაბილიტაცია 65 მისამართზე განხორციელდა