ევროკავშირის დატოვების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ჰოლანდიაშიც მოითხოვენ

ჰოლანდიის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” ლიდერ გირტ ვილდერსი ჰოლანდიას, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მემარჯვენე პარტიის ლიდერმა მიულოცა ბრიტანელებს რეფერენდუმის შედეგები და განაცხადა, რომ ახლა ნიდერლანდების სამეფოს ჯერია.

“23 ივნისი ისტორიაში შევიდა, როგორც დამოუკიდებლობის დღე. ევროოპტიმისტური ელიტა დამარცხებულია. ახლა ჩვენი ჯერია. დიდი ბრიტანეთი თავისუფლების და მომავლის გზას გვიჩვენებს. ახალი სტარტის დრო დადგა, დავეყრდნოთ საკუთარ ძალებს და ნიდერლანდების სუვერენიტეტს”, – განაცხადა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.